"ჰილარი კლინტონი შეიშალა"
"ჰილარი კლინტონი შეიშალა"
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაგიჟდა, რომელმაც ორი ამერიკელი პოლიტიკოსი რუსეთთან კავშირში ამხილა. კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები არიან დემოკრატი კონგრესმენი თულსი ჰაბარდი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი "მწვანეებიდან" ჯილ სთაინი.

კლინტონის თქმით, რუსეთი თავაზიანად ექცევა დემოკრატების კანდიდატს, რათა მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიღოს ადამიანმა, რომელიც მის ინტერესებს იქნება მორგებული. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება.

"ის კონგრესმენ თულსი ჰაბარდს რუსეთის ფავორიტს უწოდებს, ჯილი სთაინს - რუსეთის
აგენტს. თქვენ, ალბათ, გსმენიათ, რომ მეც მიწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული (სინამდვილეში მომწონს რუსი ხალხი! მე ყველა ხალხი მიყვარს!). ჰილარი შეიშალა!“ - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები