ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნების საშუალება მისცეს "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ. "ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი", - განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ "წესრიგი აღადგინონ" სირიაში.ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.