მიხეილ გორბაჩოვი: "დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ეპოქის გამოწვევებს ვერ გაუძლეს" - კვირის პალიტრა

მიხეილ გორბაჩოვი: "დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ეპოქის გამოწვევებს ვერ გაუძლეს"

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის თქმით, „ცივი ომის“ დასრულება საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ქვეყნების საერთო გამარჯვება იყო, თუმცა დასავლეთის ლიდერებმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს, იმის გაუთვალისწინებლად, თუ როგორ აღიქმებოდა ეს რუსეთში.

”ცივი ომის დასასრული იყო ჩვენი საერთო გამარჯვება, მაგრამ დასავლელმა პოლიტიკოსებმა და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. მათ ეს ყველას თავზე მოახვიეს“, -განაცხადა გორბაჩოვმა გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag- სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა მსგავს ქმედებას რა გავლენა ექნებოდა სამომავლო ურთიერთობებზე და ისე იქცეოდა თითქოს მისთვის ყველაფერი დასაშვებია. გორბაჩოვის განაცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა "ვერ გაუძლეს ახალი ეპოქის გამოეწვევებს“ და ეს გახდა მთავარი მიზეზი მათსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების.

„ბოლო პერიოდში, ევროპაში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უფრო სერიოზულად დაიწყო ფიქრი, რომ რუსეთის იზოლაციის მცდელობები საზიანოა ყველასთვის და რომ ერთობლივად უნდა მოძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს აწყობს. მე ვიცი, რომ რუსეთიც ფიქრობს ამაზე", -აცხადებს გორბაჩივი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის დეკემბერში გორბაჩოვმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოფიციალურად განაცხადეს „ცივი ომის“ დასრულების შესახებ, ხოლო დაპირისპირების დასრულება დოკუმენტურად დადასტურდა 1990 წლის პარიზის ქარტიაში.

იხილეთ ასევე: "კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული რომ მეშოვნა" - რაისა გორბაჩოვა, საბჭოთა პირველი ლედი, პარიზული შარმით

"ინტერპრესნიუსი"