კიევის ცენტრში ყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კიევის ცენტრში ყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ცენტრში, პუშკინსკის ქუჩაზე მომხდარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ორი მამაკაცი, ბარის გარეთ საუბრობდა, რა დროსაც ყუმბარა აფეთქდა. თვითმხილველის ვარაუდით, მამაკაცები ყუმბარას ამოწმებდნენ. კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"