ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა
ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა
ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მანქანა ბულგარეთიდან ესექსის საგრაფოში ოთხშაბათს ჩავიდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც 25 წლისაა და ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა.

"ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლთა ვინაობა დავადგინოთ, თუმცა ვეჭვობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება", - განაცხადა ესექსის პოლიციის ხელმძღვანელმა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, თინეიჯერია.

ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ესექსში მომხდარ ტრაგედიას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

"შეძრწუნებული ვარ ესექსში მომხდარი ტრაგედიით. რეგულარულად ვიღებ ცნობებს მომხდართან დაკავშირებით. ჩემი ოფისი
მჭიდროდ თანამშრომლობს ესექსის პოლიციასთან, რომ დავადგინოთ, რა მოხდა. ჩემ ფიქრები არის მათთან, ვინც სიცოცხლე და საყვარელი ადამიანები დაკარგეს," - წერს ჯონსონი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები