ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში დამატებით ძალებს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში დამატებით ძალებს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ სირიაში დამატებით ძალებს აგზავნის, რათა ახალ პოლიტიკურ რეალობაში ნავთობის საბადოები დაიცვას, რომელიც რეგიონშია განთავსებული. პენტაგონის ინფორმაციით, ძალების განთავსება მოხდება სირიის დემოკრატიული ძალების კოორდინაციით, რათა უზრუნველყონ, რომ ნავთობის საბადოები "ისლამური სახელმწიფოს" ხელში არ ჩავარდეს.

ცოტა ხნის წინ, შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა "არასდროს დაუშვებს ისლამურმა სახელმწიფომ ხელში ჩაიგდოს ეს საბადოები".

"ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯოშუა ლანდისი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება
აჩვენებს "იმ ქაოსს, რომელიც შექმნილია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში".

შეგახსენებთ, მანამ, ვიდრე თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, შეერთებულმა შტატებმა რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. გუშინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს "მსოფლიო პოლიციელი".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები