"ან გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები, ან მოკეტე!"
"ან გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები, ან მოკეტე!"
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის შვილს უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობისას არასწორად არაფერი გაუკეთებია. "სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში, დემოკრატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც მისი შვილი აკეთებდა, "მართებული იყო“.

რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინის ლიდერისადმი, გამოეძიებინა მისი შვილის საქმიანობა, ბაიდენი ასე პასუხობს:

"ბატონო პრეზიდენტო, გვაჩვენეთ შენი საგადასახადო დეკლარაციები. მოდით ვნახოთ, რამდენად მართალი ხარ... შენ რას მალავ? კორფუციასთან გინდა ბრძოლა? მაშინ გამოაშკარავე შენი საგადასახადო დეკლარაციები
ან მოკეტე“,-აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკს სთხოვდა ყურადღება მიექცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის. ამის შესახებ საუბარია სატელეფონო საუბრის იმ გაშიფრულ ტექსტში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა