დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა
29-10-2019
დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

"ჩვენ იმ არჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!" - წერს ტრამპი.

გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი, რომლის ფოტოც ტრამპმა გამოაქვეყნა, გაქცეულ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად,
თავი აიფეთქა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?