აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

რეზოლუციას, რომელიც 1,5 მილიონი სომხის მკვლელობას გენოციდად აღიარებს, სამშაბათს მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 იყო.

წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონმდებლობას, რომელიც ჩრდილოეთ სირიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე რეზოლუცია დაგმო. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც
აღნიშნულია რომ გენოციდის შესახებ რეზოლუცია "უაზრო პოლიტიკური ნაბიჯია და მისი ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტი-თურქული ჯგუფებია."

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სულისკეთებისთვის შეუფერებელია" და ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციასთან მიღწეულ შეთანხმებას ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, ნუ
გამოიყნებენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის," -აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება აღკვეთოს.

შეგახსენებთ, თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ოსმალურ ძალებთან შეტაკებას უამრავი სომეხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს გენოციდი არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა