"ეს თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა" - როგორ ეხმაურება ერდოღანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას
30-10-2019
"ეს თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა" - როგორ ეხმაურება ერდოღანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ, სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას "უსარგებლოს" და "შეურაცხმყოფელს" უწოდებს.

"აქედან მინდა მივმართო აშშ-ს საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა",-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. "თურქეთის პარლამენტი კონტრ რეზოლუციას მიიღებს", - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ
1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

რეზოლუციას, 29 ოქტომბერს, მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 წავიდა.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?