"ისლამურმა სახელმწიფომ" დაჯგუფების ლიდერის ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და აშშ-სა და მის მოკავშირეებზე შურისძიება დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.დაჯგუფებამ ალ-ბაღდადის "მემკვიდრეც" დაასახელა და ახალ ლიდერად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიში დანიშნა."ისლამურმა სახელმწიფომ" მუქარის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც დაჯგუფება აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება."ეშინოდეთ შურისძიების მათი ხალხისა და ურჯულო და მოღალატე საძმოს წინააღმდეგ," - ნათქვამია ჩანაწერში.გარდა ამისა, "ისლამურმა სახელმწიფომ" მათი პრეს-სპიკერის აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირის სიკვდილიც დაადასტურა.შეგახსენებთ, ამერიკულმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ალ-ბაღდადმა, რომელიც გვირაბის საშუალებით გაქცევას ცდილობდა, თავი აიფეთქა."ინტერპრესნიუსი"