"ვტოვებ ნიუ-იორკს, რადგან პოლიტიკოსები ცუდად მექცევიან"
"ვტოვებ ნიუ-იორკს, რადგან პოლიტიკოსები ცუდად მექცევიან"
"სიენენის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკიდან არის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და "თავი ფლორიდელად გამოაცხადა".

დონალდ ტრამპის "ტვიტერში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის ნიუ-იორკს ტოვებს, რადგან პოლიტიკოსები "ცუდად ექცევიან".

"პენსილვანიის ქუჩის 1600, თეთრი სახლი. ეს ის ადგილია, რომელიც მიყვარს და სადაც იმედია, კიდევ 5 წელი ვიქნები, რათა კვლავ ერთად დავუბრუნოთ ამერიკას დიდება, მაგრამ მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, მუდმივ საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდეთ. მე ვაღმერთებ ნიუ-იორკს და ნიუ-იორკელებს, მაგრამ სამწუხაროდ,
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს მილიონობით დოლარს ვუხდი, ვიხდი სახელმწიფო და ადგილობრივ გადასახადებს, ქალაქის და შტატის პოლიტიკოსები ძალიან ცუდად მექცევიან. არ მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს, ალბათ, საბოლოოდ ყველასთვის უკეთესი იქნება", - აცხადებს ტრამპი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის გუბერნატორი, დემოკრატი ენდრიუ ქუომო გამოეხმაურა.

"კარგი გადაწყვეტილებაა. ფლორიდა,
ახლა ის სულ შენია", - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები