"გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას"
01-11-2019
"გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას"
გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან კი სენატორია, კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება" - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსკოვსა და
თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

"ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად დადიან ერთმანეთთან", - აღნიშნა ზახაროვამ.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღაში 13 ივნისს შედგა.

სააგენტო "ტასს"-თან საუბარში ზურაბ აბაშიძემ
დაადასტურა ინფორმაცია, რომ გრიგორი კარასინს ნოემბრის ბოლოს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლის საკითხზე ისაუბრებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
04 ნოემბერი 2019 05:52
ნავალნიც რომ იყოს კარასინის კი არა და თვით პუტინის მაგივრად,შედეგი გვექნება იგივე ,რადგან რუსეთი იქნება იგივე-მუდმივად გაფართოვების სინდრომიანი სახელმწიფო, რომელიც საზღვრების ფორმასა და გეოგრაფიას კი იცვლის სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის პროპორციულად ,მაგრამ ბუნებით იგივე რჩება,ბოროტების იმპერიაა ,რაც არ უნდა ნავალნივით კეთილი,ან სტალინივით ქართველი იმპერატორი ყავდეს !
ამ ქვეყანას საუკუნეებია ყავს პოლიტიკურად მორჩილი,ხელისუფლების და დიქტატორისადმი ლოიალურად განწყობილი , დაბალი საყოფაცხოვრებო მოთხოვნების მქონე მუშა ძალა-უმიწო, უქონებო და გაუნათლებელი პროლეტარიატი,რომელიც ისტორიული ბატრაკების შთამომავალია, საუკუნეებია მათ გატყორცნიან გასაფართოვებლად პერიფერიებში,სადაც ორჯერ მრავლდებიან ,ოღონდ ორ თაობასაც ვერა ძლებენ და ბრუნდებიან მოსკოვის გარშემო,სადაც რევოლუციურად უპირისპირდებიან თავისნაირი ფესვების მქონე "დაწინაურებულებს",ეს მათ გადაწვეს არაერთგზის რუსეთი,"პაგრომშჩიკებია",მათვე იომეს მიწისათვის 1917-1921 წლებში,მათ განაკულაკეს მათნაირებივე 1924-1930 წლებში ,მათვე დახოცეს მეფე ,გრაფები,კნიაზები და მემამულე ფაბრიკანტები ,ეს წითელი არმიაა და რომც დაუტოვო ის ფული ,სისტემის მმართველი ოლიგარქები რომ პარავენ "შაპკის " სახით ,საყოფაცხოვრებო პირობებს კი არ გაიუმჯობესებენ,რაკეტებს გაუშვებენ დასავლეთისაკენ !
ესენივე მუშაობენ გაუგონრად დაბალი ხელფასით რუსულ ნედლეულის მწარმოებელ ეკონომიკაში ,შახტაში,სადაც არც იანკი, არც ბურგერი არც და ვერც ჩავა არაფრის ფასად ,ამავე დროს სახელმწიფოს ყველა სიმდიდრე კგბ ფსბ-ს ფუქნქციონერთა ,ანუ მმართველ ოლიგარქთა ხელშია და ისინი მილიარდიან ვილა სასახლეებს იშენებენ შინ და გარეთ ,რაც იცის დასავლეთმა,რადგან ეგ დოლარები ისევ დასავლეთისაკენ მიფრინავენ რაკეტების მაგივრად და რაც ცხადია დიდი დილემაა ,ეგ მოპარული ფული რომ ნავალნისნაირ დემოკრატს ჩაბარდეს და დიქტატურის ბირთვის გაზულუქებულ ცხოვრებას კი არა, "ხალხს მოხმარდეს" ,რუსეთი ისევ მშიერი იქნება, სამაგიეროდ გააორმაგებს იარაღის არსენალს და შავ ზღვას ვინ ჩივის, გაფართოვდება ხმელთაშუა ,ჩრდილოეთის და ყვითელ ზღვამდე ,ასევე ინდოეთის ოკეანემდე ,ანუ არ დაგვრჩება გზა გარდა იმისა,რომ კრემლი თავიდან ავიღოთ ,აბა თეთრ სახლს არ აგვაღებინებენ ,მას კი ასეთი რუსეთი უფრო აწყობს ვიდრე ისეთი,ჩვენ რომ გვაწყობს !
უნდა ვაღიაროთ,რომ რუსეთში დიქტატურის დამარცხება და
დემოკრატიის დამყარება უსაშველოდ შორეული პერსპექტივაა,იმ ცნობილი მიუღწეველი კომუნიზმისა არ იყოს ,სისტემური პლუტოკრატიული ოლიგარქიის დიქტატურა იქ ისტორიული კანონზომიერებაა,კი, ზუსტად ჩვენნაირი აქვთ და აქედანაა ყველა მსგავსებაც ,ამიტომ ვართ მათ ორბიტაზე და ამიტომ ვართ პოლიტიკურად მოწყვლადი მათ წინაშე,მაგრამ არის არსებითი სხვაობაც :ჩვენი დიქტატურა ისტორიული კანონზომიერება არაა,მაგრამ დაკანონებულია ბოლო 30 წელიწადში ,ჩვენ არ გვყოლია აქამდე ბატრაკები ,უმეტესობას მართალია მიტოვებული,მაგრამ მაინც მამაპაპის დატოვებული ,მცირე , მაგრამ მაინც ქონება გვაქვს სოფელში,საიდანაც,რუსებისაგან განსხვავებით კი გვიბიძგებენ ცენტისაკენ ,მაგრამ ცენტრიდან ყოველთვის ვბრუნდებით მამაპაპურ პერიფერიებში,იქ ხეზე კიდია ჩვენი ძალა ! მასა შედარებით,ზოგი ინდივიდი კი რუსებისაგან დიამეტრალურად განსხვავებულად განათლებულები ,კულტურულები და ბუნებით დიქტაურისადმი არალოიალური დემოკრატები ვართ ,ფული რომ გავიჩნდეს,უპირატესად საყოფაცხოვრებო პირობებს გავიუმჯობესებთ ჯერ და მერე შევიარაღდებით მის დასაცავად რათა საყოველთაო გუდვილი ვინმემ არ წაგვართვას !
თუ გვეყო გამბედაობა მასასაც და ზემოთ ნახსენებ გამორჩეულ ინდივიდებსაც და არჩევნებზე დიდი ბრიშტი მივაღებინეთ ნაცქოცმოქკავშირს ერთგული ,მუდმივი სატელიტების გარცმიანად და მათ მიერ ბოლო 30 წელიწადში შექმნილი პლუტოკრატიული სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფა თავს დავახიეთ ისტორიულ სანაგვეზე , გავალთ სამშვიდობოს !

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?