"დარწმუნებული იყო, ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან" - რას წერს CNN-ი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე?
"დარწმუნებული იყო, ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან" - რას წერს CNN-ი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე?
CNN-ი საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ეთნიკური ჩეჩნის ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობაზე წერს და გერმანიის მთავრობას "უჩვეულო დუმილისთვის" აკრიტიკებს.

გამოცემასთან ინტერვიუში, "საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის" მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა თბილისშიც განხორციელდა და ეს რუსულ დაზვერვას და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უკავშირდება.

"ხანგოშვილი დარწმუნებული იყო, ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს რუსული დაზვერვა იყო", -განაცხადა კვახაძემ და დასძინა,
რომ ხანგოშვილი ეჭვობდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთს, ქვეყანაში ოპერაციის ჩატარების უფლება მისცეს.

ზელიმხან ხანგოშვილის ყოფილი მეუღლე, მანანა ცატიევა აცხადებს, რომ ხანგოშვილი იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა, თუმცა გერმანიის მთავრობამ სამჯერ უარი განუცხადა თავშესაფრის მიცემაზე.

"ნორმალურად ვერ აღვიქვამ, რომ ადამიანი დახვრიტეს და ეს სხვა ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა. მოკლეს ადამიანი,
რომელიც მფარველობას ითხოვდა და გერმანიამ მას უარი უთხრა", -აცხადებს ცატიევა.

გერმანიის მთავრობის მსგავსი ქმედება არ აკვირვებს ჩეჩენ უფლებადამცველ, მანსულ სადულაევს. "რუსეთი დიდი ძალაა და გერმანიას მასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს. ჩეჩნები მას მხოლოდ უხერხულობას უქმნიან",- განაცხადა სადულაევმა.


"ინტერპრესნიუისი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა