საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა
04-11-2019
საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა
საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა.

სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შევიდა.

სხვა
დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

თამარი
05 ნოემბერი 2019 04:14
ასი ვერ ჩატიაა???ცოტა ფეხითაც ჩაეტკეპნა 41 სირცხვილია თავი შეირცხვინა ))))))) 66 ჩატენეთ ხოლმე და აი ნახავთ თუ არ გაგიმართლდეთ ან 99 ი )))) არავინ დაგიჭერთ შემდეგში გაითვალისწინეთ)))))))))

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები