8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
05-11-2019
8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
"სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება. მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.

მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავამდყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაღუპა. მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?