"ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს!"
"ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს!"
თურქეთის ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 1200 პირი არის დაკავებული, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოულუზე დაყრდნობით იტყობინება.

მინისტრის თქმით, ყველა ეს პატიმარი უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში, მიუხედავად იმისა, ჩამოერთვათ მათ იქ მოქალაქეობა თუ არა. "ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს",- აცხადებს მინისტრი.

მანამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.

"მათ მიიღეს გადაწყვეტილება,
"ისლამური სახელმწიფოს" ეჭვმიტანილი წევრებისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ. ასეთი ზომები არის მიუღებელი და უპასუხისმგებლო, - აღნიშნა სოულუმ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა