"უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ" - პუტინი "ვიკიპედიის" რუსული, უფრო "სანდო" ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის
06-11-2019
"უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ" - პუტინი "ვიკიპედიის" რუსული, უფრო "სანდო" ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "ვიკიპედიის" უფრო "სანდო" ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება "ვიკიპედიას"... უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით...ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით", - განაცხადა პუტინმა.

სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რათა უახლოეს წლებში "ვიკიპედიის" მსგავსი რუსული ონლაინ ენციკლოპედია შექმნას.

ცნობისთვის, რუსეთი ასევე აპირებს შექმნას დამოუკიდებელი რუსული დომენის სისტემა 2021 წლისთვის.

"ინტერპრესნიუსი"



Givi
07 ნოემბერი 2019 16:36
Ase ar jobia valodia? Am raketebze da bombebze zrunvasa da mezoblebis daterorebas ar jobia ganatlebaze izruno?
dato
06 ნოემბერი 2019 22:49
და ახალი ზღაპრებით ჩანაცვლეთ ისიც დაწერეთ მზეზე პირველი თქვენ დაჯექით არა სამხეთკორეა.რაც ადრე ჩამოცილდებით ცივილიზებურ სამყაროს თქვენც დაისვენებთ და მსოფლიოც.ვაი თქვენ პატრონს.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?