კადიროვის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების "ღირსებას შეურაცხყოფენ", უნდა მოკვდნენ
კადიროვის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების "ღირსებას შეურაცხყოფენ", უნდა მოკვდნენ
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ონლაინ "შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას" უნდა მოკვდნენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი "ბიბისის" რუსულ ვერსიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, კადიროვი საუბრისას გულისხმობდა რუსეთის კანონს, რომელიც იმ პირთა დასჯას ეხება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი "უპატივცემლობას" გამოხატავდნენ.

"თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, მათ ვინც არღვევენ ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება", - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს,
რომლებიც კანონს არ არღვევენ. "სხვა დანარჩენი ყველა მახინჯი, მოღალატე და ყველა სახის შიზოფრენიკია. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ", -აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ის მზადაა ნებისმიერი სასჯელი მიიღოს ამისთვის.

"დაე დამიჭირონ, ან მომკლან. 45 წლის ვარ, სხვა რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოსთვის?"-ამბობს კადიროვი.

"ინტერპრესნიუსი"

totika
08 ნოემბერი 2019 17:15
მართალია რას ერჩით; დღეს ისე გამამწარეს ცილისწამებით რომ კინაღამ მოვკალი ის უბედური....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა