ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა - კვირის პალიტრა

ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროსმა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პატრიარქმა ქაიროში გამართულ მსახურებაზე უკრაინის ეკლესიის მეთაური მოიხსენია.

ცნობისთვის, პატრიარქის მიერ ჩატარებული წირვის დროს, მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღძოლებს მოიხსენიებენ.

დაახლოებით ერთი წლის წინ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიამაც აღიარა, რის გამოც, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი შეწყვიტა.

"ინტერპრესნიუსი"