"ისრაელი ტერორისტებს უმოწყალოდ დაარტყამს" - კვირის პალიტრა

"ისრაელი ტერორისტებს უმოწყალოდ დაარტყამს"

ისრაელის პრემირ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მოქმედ დაჯგუფებებს აფრთხილებს, რომ ისრაელი "უმოწყალოდ დაარტყამს".

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდასხმას "ისლამურ ჯიჰადზე" მას შემდეგ, რაც მისი მეთაურის ლიკვიდაცია მოვახდინეთ",-განაცხადა ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

"ის პასუხისმგებელი იყო ტერორისტულ თავდასხმებზე და გეგმავდა უფრო მეტი თავდასხმა განეხორციელებინა უახლოეს დღეებში",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ორი დღის მანძილზე სულ ცოტა, 250 რაკეტა გაისრლეს.

"უმჯობესია "ისლამურმა ჯიჰადმა" შეიგნოს, რომ მათ უმოწყალოდ დავარტყამთ. ჩვენ თავის დასაცავად ვიბრძოლებთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი დარტყმები დაგვასუსტებს, ძალიან ცდებიან. მათ ერთი არჩევანი აქვთ - ან გაჩერდნენ ან უფრო მეტ დარტყმას მიიღებენ. ეს მათი არჩევანია",-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ნაფტალ ბენეტმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი ტერორისტი, რომელიც დარტყმას მიაყენებს ისრაელს დღისით, ღამეს ვერ გადაურჩება".

"ინტერპრესნიუსი"