"ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მრავალი ქვეყნის ინტერესშია, იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია"
"ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მრავალი ქვეყნის ინტერესშია, იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია"
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კადიროვმა "ტელეგრამის" გვერდზე დაწერა, ეს ორ ქვეყანას შორის უმოკლესი გზა იქნება, რომლის გავლითაც ჯერ თურქეთში და შემდეგ ევროპაში იქნება შესაძლებელი წასვლა.

"მე მეკითხებიან ამ გზის მშენებლობაზე, ეს დროის საკითხია. ამ გზის მშენებლობა საქართველოს, რუსეთის და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ინტერესშია. ტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის სავალი გზაა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო
მეზობელი რუსეთია",- განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა. 2018 წელს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წელს კი კადიროვმა განაცხადა, რომ არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.

"ინტერპრესნიუსი"



თამარი
21 ნოემბერი 2019 16:05
ჩეჩნეთი რომ ქვეყანა არ არის 1990 წლიდან ეს ხომ ფაქტი ა ? პუტინს და კადიროვს თავი ქვეყანა ჰგონიათ.
გზა ჩრდილოეთისკენ გაიყვანე შენს მამობილს ციმბირისკენ გაუყვანე .
ფერნანდო
14 ნოემბერი 2019 12:11
ეს იქნება როკის გვირაბი-2 , პირველმა შიდა ქართლის ოკუპაცია გამოიწვია, მეორე კახეთს უმიზნებს.
ჰოპლა
14 ნოემბერი 2019 12:05
ხოოო!მე საუკეთესო მეზობლებად ჩეჩნები მიმაჩდნენ,თურმე რუსები ყოფილან.გასაოცარია პირდაპირ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?