პუტინმა ტრამპი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დაპატიჟა - კვირის პალიტრა

პუტინმა ტრამპი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დაპატიჟა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 9 მაისს, მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით მოწვევას მიიღებს, ეს მისი მხრიდან "სწორი ნაბიჯი" იქნება.

9 მაისს, მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავს აღნიშნავენ. ვლადიმერ პუტინმა, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღონისძიებებზე დასასწრებად დონალდ ტრამპიც მიიწევია.

"იმ ქვეყნის ლიდერის ყოფნა ღონისძიებებზე, რომელმაც ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ეს იყოს წინასაარჩევნო პერიოდში",- აცხადებს პუტინი.

გასულ კვირას, შეკითხვა მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსაც დაუსვეს. მისი თქმით, მან საარჩევნო კაპანიის გამო, შესაძლოა, რუსეთში ჩასვლა ვერ შეძლოს.

"ინტერპრესნიუსი"