"გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?" - კვირის პალიტრა

"გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლუიზიანას შტატში ამომრჩევლის წინაშე წარსდგა, სადაც უკრაინის საკითხზე და იმპიჩმენტის პროცედურაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, მას უკრაინის დახმარება არ სჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დასამარცხებლად.

"თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ გვჭირდება უკრაინის დახმარება, რათა ძილისგუდა ჯო ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ. ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოცდილება არა? მე მაშინ გამოცდილება არ მქონდა, გასულ არჩევნებზე ჩვენ ჩამოვშალეთ ბუშის დინასტია, შემდეგ ჩამოვშალეთ კლინტონის დინასტია, შემდეგ ჩამოვშალეთ ობამას ჯგუფი. თუ გამოცდილების გარეშე დავამარცხეთ ბუში, კლინტონი, ობამა, ახლა ფიქრობთ, რომ უკრაინის დახმარება გვჭირდება, რომ ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ",-განაცხადა ტრამპმა.

25 ივლისს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის მისი პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"