პუტინი: "საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა" - კვირის პალიტრა

პუტინი: "საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა"

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები "აღმოჩნდა იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე ხალხი იფიქრებდა და ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა". ვლადიმერ პუტინმა ამ თემაზე მოსკოვში გამართულ ფორუმზე, სახელად "რუსეთი გიხმობს" ისაუბრა.

"რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებს, ეს მხოლოდ ბალტიისპირეთში ნაციონალიზმის ზრდასთან არ იყო დაკავშირებული. ამის მიზეზი ძირითადად საბჭოთა არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა იყო, რამაც გამოიწვია სოციალური სფეროს კოლაფსი. ამან თავისთავად გაგრძელება ჰპოვა პოლიტიკურ შედეგებში", -განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"