ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის 3 სხვადასხვა საქმეზე ბრალი წაუყენა. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცლეებს. გამოძიების ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მდიდარი ბიზნესმენებისგან ქრთამი აიღო, რათა მედიაში მათ შესახებ პოზიტიური ინფორმაცია გაევრცელებინა.

ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს და გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" ადარებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი მისმა მოწინააღმდეგე მემარცხენე პარტიებმა მოიგონეს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამ ბრალდების გამო პრემიერ-მინსიტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"