ყირგიზეთის მმართველი კოალიცია თითქმის უმოქმედოა - კვირის პალიტრა

ყირგიზეთის მმართველი კოალიცია თითქმის უმოქმედოა

ყირგიზეთის პარლამენტის პირველსავე სხდომას დიდი ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო 5 პარტიიდან სამმა, რომლებმაც მმართველი კოალიცია შექმნეს, ვერ შეძლეს

სპიკერის არჩევა.

ამან, შესაძლოა, დიდი ძალისხმევით შექმნილი უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს. ცენტრალური აზიის ერთადერთი საპარლამენტო რესპუბლიკის მიერ ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობის მოწმე გახდა ასტანიდან ბიშკეკში ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მან შემთხვევით ისარგებლა და ქვეყნის ხელისუფალნი გააფრთხილა, - დემოკრატია დანიშნულების საბოლოო პუნქტი კი არ არის, არამედ გზა, რომლითაც უნდა გამუდმებით იარო წინო.

ჰილარი კლინტონი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოთუნბაევას და მოინახულა აეროპორტ მანასში განთავსებული ტრანზიტული გადაზიდვების ამერიკული ცენტრი.

ყირგიზეთის ხელისუფლებთან მოლაპარაკების პროცესში, სხვა საკითხების გარდა, განიხილეს ოშსა და ჯალალაბადში ეროვნებათაშორისი კონფლიტები.

რამდენიმე ხნით ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, - აშშ-მა ყირგიზეთის მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება უნდა მოსთხოვოსო. ამასვე მოითხოვს უზბეკეთიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ბიშკეკმა ყველაფერი არ იღონა ყირგიზებსა და უზბეკებს შორის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის ნამდვილ მოთავეთა დასადგენად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტ როზა ოთუნბაევას შეხვედრისას სხვა მძაფრ საკითხსაც შეეხნენ - პენტაგონმა სკანდალური კონტრაქტი დადო ნაკლებად ცნობილ კომპანია ინა ჩორპ-თან, რომელიც გაზაფხულზე დამხობილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ოჯახს ეკუთვნის. ახლახან სწორედ ამ ფირმამ მოიგო ტენდერი მანასის აეროპორტში განთავსებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის საწვავის მიწოდებაზე.

ჰილარი კლინტონს კომენტარი არ გაუკეთებია ამ ფაქტის გამოძიების მიმდინარეობისათვის, მხოლოდ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი შექმნის ინა ჩორპ-ის შემცვლელ ორგანიზაციის, რომელიც დააკმაყოფილებს ყირგიზეთის იურიდიულ მოთხოვნებს.

"კომერსანტი", რუსეთი