ბაიდენის აზრით, ახალი შეთანხმების რატიფიკაცია გააძლიერებს მედვედევს - კვირის პალიტრა

ბაიდენის აზრით, ახალი შეთანხმების რატიფიკაცია გააძლიერებს მედვედევს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მისი რუსი კოლეგა დმიტრი მედვედევი მუშაობენ აშშ-რუსეთის ურთიერთობების "გადატვირთვაზე", რომლის მიზანიც ყოფილ

მეტოქეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაა. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ "გადატვირთვა" ისევე, როგორც მისი მთავარი შედეგი, New START (ახალი შეთანხმება სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ), რუსეთის სისტემის ფარგლებში მედვედევის (და არა პრემიერ-მინისტრ პუტინის) რეპუტაციის განმტკიცების კამპანიის ნაწილი გახდა.

საერთაშორისო ჟუნალისტებთან შეხვედრის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმაზე საუბრობდა, რომ ახალი ხელშეკრულება ადმინისტრაციის იმ საერთო მისწრაფების ნაწილია, რაც მედვედევის პოზიციების განმტკიცებას ითვალისწინებს. საერთაშორისო ექსპერტები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ახალი შეთანხმების მიღება განამტკიცებს მედვედევის პოზიციას. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პუტინი იყო, არის და როგორც ჩანს, იქნება უფრო ძლიერი ამ ორ რუს ლიდერს შორის.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი