მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

ინტერნეტრესურსის Wikileaks-ის შემქმნელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ამერიკელ დიპლომატთა საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნება დაიწყო

საიტმა, "ჯერჯერობით წესიერად არავის შეუსწავლია". ჯულიან ასანჟმა ეს განაცხადა რუსეთში ჭიკილეაკს-ის მთავარი პარტნიორის, "რუსკი რეპორტიორისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ასანჟით თქმით, დღეში ადამიანმა ამ დოკუმენტების თითო ტომიც რომ წაიკითხოს, შვიდი წელი მაინც დასჭირდება.

იმ მასალებს შორის, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ინტერნეტრესურსის შემქმნელმა დაასახელა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ დიპლომატებისთვის მიცემული მითითება, რომ კარგად გამოეკვლიათ გაეროს სამსახურებრვი საიდუმლოებები.

საიტმა Wikileaks-მა 2010 წლის 25 ნოემბრიდან აშშ-ის დიპლომატების 250 ათასი საიდუმლო წერილის გამოქვეყნება დაიწყო. დოკუმენტთა შორის იყო ამერიკელ დიპლომატთა ჩანაწერი მოსკოვში გამეფებულ ტოტალურ კორუფციაზე.

KvirisPalitra.Geსაუდის გაზეთ Al-wgtau Dailu-ზე დაყრდნობით Frans-presse მკითხველებს მოუთხრობს, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას კენიელი ბებიის ნათქვამს - მექაში ვილოცე, რომ ჩემმა შვილიშვილმა ისლამი მიიღოსო.

88 წლის სარა ომარი თავის ვაჟთან, საიდ ჰუსეინ ობამასა და ოთხ შვილიშვილთან ერთად მოსალოცად მექაში იმყოფებოდა. ობამას ბიძამ მადლობა გადაუხადა მეფე აბდულა იბნ აბდელ აზიზს სტუმართმოყვარეობისათვის.

ბარაქ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ითქვა, თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატი საიდუმლოდ ინახავდა იმას, რომ ისლამის მიმდევარია. თეთრი სახლი გადაჭრით უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ობამა "მორწმუნე ქრისტიანია".

იაპონიამ და აშშ-მა დაიწყეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი მსხვილმასშტაბიანი ერთობლივი წვრთნა "მსახვრალი მახვილი".

იაპონიის მხრიდან წვრთნაში მონაწილეობს 34 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 40 გემი და 250 თვითმფრინავი, აშშ წარმოდგენილია 10 ათასი სამხედრო მოსამსახურით, 20 გემით, მათ შორის არის ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" და 150 თვითმფრინავით. იაპონიასა და აშშ-ს შორის ერთობლივი სწავლების ისტორიის განმავლობაში არასოდეს არ ყოფილა მასში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის ასეთი რაოდენობა.