კიბის საფეხურები ვერ შენიშნა და ... გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მცირე სკანდალში გაეხვა - კვირის პალიტრა

კიბის საფეხურები ვერ შენიშნა და ... გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მცირე სკანდალში გაეხვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ მცირე სკანდალში გაეხვა. კანცლერმა ამჯერად კიბის საფეხურები ვერ შენიშნა და კინაღამ მწარედ დაეცა. მერკელი ბერლინის კონფერენციაზე მრავალმხრივი ვაჭრობისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ სიტყვით უნდა გამოსულიყო, რა დროსაც წატორტმანდა, თავი ძლივს შეიკავა და ტრიბუნას დაეჯახა.

უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით მერკელმა იხუმრა, რომ საფეხურები ვერ შენიშნა და ამის შემდეგ კიბით აუცილებლად ისარგებლებს.

ინციდენტის ამსახველი კადრები ტაბლოიდმა Daily Mail გამოაქვეყნა. იხილეთ ვიდეო