ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონდარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყეებში ცეცხლის გაჩენაში ადანაშაულებს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონდარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყეებში ცეცხლის გაჩენაში ადანაშაულებს
ბრაზილიის პრეზიდენტის ჯეირ ბოლსონაროს თქმით, ჰოლივუდის მსახიობი და გარემოდამცველი აქტივისტი, ლეონარდო დიკაპრიო აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენენაში არიან დამნაშავე.

მისი განცხადებით, დიკაპრიოს მიერ დაფინანსებული მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი მოხალისე მეხანძრეებს ფულს უხდიდა, რომ ამაზონის ტყეებში არსებულ ვითარებაზე სურათები გადმოეგზავნათ. ბოლსონაროს განცხადებით, მეხანძრეები ცეცხლს აჩენდნენ, რომ დაფინანსება მოეპოვებინათ.

"მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასე არა? მან ფული ამაზონისთვის ცეხლის წაკიდებაში გადაიხადა",- განაცხადა ბოლსონერომ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი
განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების პოლიტიკითაა დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები