თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა - აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - კვირის პალიტრა

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა - აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მსუბუქი თვითმფრინავი Pilatus PC-12 ქალაქ ჩემბერლენის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. სულ ბორტზე 12 მგზავრი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრნავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარბუქი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"