ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიის პრეზიდენტს ბრალდებას პასუხობს - კვირის პალიტრა

ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიის პრეზიდენტს ბრალდებას პასუხობს

ლეონარდო დიკაპრიომ ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ბრალდება უარყო, რომლის თანახმადაც, მის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი ხელოვნურად გააჩინა.

დიკაპრიომ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ბრაზილიელ ხალხს და ყველაფერს გააკეთებს ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად.

ბოლსონარუს თქმით, დიკაპრიოს საქველმოქმედო ორგანიზაციამ თანხა „მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდს“ გადაურიცხა, რომელიც თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.

25 ნოემბერს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, პარას შტატში ნაკრძალში ცეცხლი განგებ გააჩაღეს, რათა ხანძრის კერების ამსახველი ფოტოები გადაეღოთ და ფონდისთვის გაეგზავნათ.

"ინტერპრესნიუსი"