რუსეთში მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა - კვირის პალიტრა

რუსეთში მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა

რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 15 და დაშავდა 18 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, როდესაც სრეტენსკიდან ციტასკენ მოძრავმა ავტობუსმა მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა.

ავტობუსში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი საბურავის გასკდომა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"