"კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტა" შევარქვი"
"კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტა" შევარქვი"
როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინს რაკეტების გაშვება მოსწონს, არა? სწორედ ამიტომ მე მას "კაცი რაკეტა" შევარქვი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დენუკლეარიზაციას განახორციელებს, თუმცა ტრამპმა ისიც დასძინა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

"იმედი მაქვს, კიმი დენუკლეარიზაციას განახორციელებს, თუმცა ვნახოთ," - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის მიცემული ვადა, რომ შეცვალოს "მტრული პოლიტიკა",
იწურება და ახლა ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს, რა "საშობაო საჩუქარი" უნდა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებში, რი თაე სონგი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისკენ მოწოდება "სხვა არაფერია თუ არა სულელური ოინი, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია ამერიკის არჩევნებისთვის".

ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები