ამერიკელოი სენატორი: "ვლადიმირ პუტინი ავაზაკია" - კვირის პალიტრა

ამერიკელოი სენატორი: "ვლადიმირ პუტინი ავაზაკია"

"ვლადიმირ პუტინი ავაზაკია და რუსეთი სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა ვცნოთ", - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე მოსმენისას.

კომიტეტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და დამსწრე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

კორი გარდნერის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე;

"ის მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ", - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ.

"ინტერპრესნიუსი"