კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა
კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა. მედიის ცნობით, ამ ადგილას მეორე მსოფლიო ომის დროს განლაგებული იყო ანტი-იაპონური პარტიზანული ლაგერები.

კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტოები ლიდერის, მისი მეუღლის და ლეიტენანტების, რომლებიც ასევე თეთრ ცხენებზე სხედან.

პაექტუს მთა და თეთრი ცხენები კიმ ჩენ ინის ოჯახის დინასტიის სიმბოლოებია. როგორც წესი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მთას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე სტუმრობს.

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს "საშობაო
საჩუქრით" დაემუქრა. მათი თქმით, ვაშინგტონისთვის მიცემული ვადა, რომ "შეცვალოს მტრული პოლიტიკა", იწურება.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები