ჩრდილოეთ კორეა: "თუ ტრამპი კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტას" დაუძახებს, ჩვენ მას უუნაროს შევარქმევთ" - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეა: "თუ ტრამპი კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტას" დაუძახებს, ჩვენ მას უუნაროს შევარქმევთ"

იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი განაგრძობს ისეთი პროვოკაციული ენით საუბარს, როგორიცაა "კაცი რაკეტა", ჩვენ მას უუნაროს შევარქმევთ, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოუ სონ ჰუიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ, კიმ ჩენ ინის "კაცი რაკეტად" მოხსენიების საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპის მსგავსი განცხადებები, იწვევს ამერიკისადმი სიძულვილს კორეელ ხალხში, რადგან "ისინი ვერ გამოიჩენენ თავაზიანობას, მაშინ, როცა საქმე მათი უზენაესი ლიდერის ღირსების საკითხს ეხება".

შეგახსენებთ, ლონდონის ნატო-ს სამიტზე ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინი "კაცი რაკეტად" მოიხსენია.

"მას უყვარს რაკეტების გაშვება არა? ამიტომაც "კაცი რაკეტა" შევარქვი", - განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"