საფრანგეთის ალპებში რუსეთის გრუ-ს აგენტების ბაზა აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

საფრანგეთის ალპებში რუსეთის გრუ-ს აგენტების ბაზა აღმოაჩინეს

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა "დოიჩე ველე" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის "გრუ-ს" 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული - 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ.

15 აგენტს შორის არიან ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის საქმეში ფიგურირებენ.

დანაყოფი 29155 დივერსიებისა და მკვლელობების ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული 15 წევრი საფრანგეთის ალპებიდან სხვადასხვა ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა და საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდა.

"ინტერპრესნიუსი"