"მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ, სხვა რატომ უნდა ვღელავდე?" - ზელენსკი პუტინს შეხვდება
"მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ, სხვა რატომ უნდა ვღელავდე?" - ზელენსკი პუტინს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მხარე ადასტურებს.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, სამიტის ფარგლებში, ყველა პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

"მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ. შევხვდებით, ვნახოთ რა გამოვა. სხვა რატომ უნდა ვღელავდე? მე თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და არსებობს სურვილი, რომ დავასრულოთ ეს ომი. ომის დასრულება დღითიდღე უფრო გაგვაძლიერებს", - განუცხადა ზელენსკიმ
ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას საფრანგეთის დედაქალაქში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?