მედიის ინფორმაციით, ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება. 34 წლის სანა მარინი კოალიციურ მთავრობას მომავალი კვირიდან უხელმძღვანელებს.ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან ამ თანამდებობაზე ანტი რინეს შეცვლის.ანტი რინემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციის წევრების ნდობა ფოსტის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაკარგა."ინტერპრესნიუსი"