ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ეყოლება - ვინ არის სანა მარინი
მედიის ინფორმაციით, ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება. 34 წლის სანა მარინი კოალიციურ მთავრობას მომავალი კვირიდან უხელმძღვანელებს.
ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან ამ თანამდებობაზე ანტი რინეს შეცვლის.
ანტი რინემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციის წევრების ნდობა ფოსტის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაკარგა.
"ინტერპრესნიუსი"