რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა - მათ შორისაა 2020 წლის ოლიმპიადა და 2022 წლის მსოფლიოს თასი
რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა - მათ შორისაა 2020 წლის ოლიმპიადა და 2022 წლის მსოფლიოს თასი
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ მედიასთან რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი იური განუსი ადასტურებს.

მისი თქმით, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დოპინგური სკანდალი რუსეთის გარშემო რამდენიმე წელია გრძელდება. სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა ვერ შეძლო თამაშებში მონაწილეობა მიეღო სწორად დოპინგთან
დაკავშირებული საკითხების გამო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?