რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა - მათ შორისაა 2020 წლის ოლიმპიადა და 2022 წლის მსოფლიოს თასი - კვირის პალიტრა

რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა - მათ შორისაა 2020 წლის ოლიმპიადა და 2022 წლის მსოფლიოს თასი

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ მედიასთან რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი იური განუსი ადასტურებს.

მისი თქმით, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დოპინგური სკანდალი რუსეთის გარშემო რამდენიმე წელია გრძელდება. სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა ვერ შეძლო თამაშებში მონაწილეობა მიეღო სწორად დოპინგთან დაკავშირებული საკითხების გამო.

"ინტერპრესნიუსი"