ვლადიმირ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა
ვლადიმირ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა
ასეთ შემთხვევაში არსებობს დაუწერელი კანონები: თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსული მხარე
"ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს."

შეგახსენებთ, გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.
...
12 დეკემბერი 2019 14:15
Moklulia saqartvelos moqalaqe, ratom ar ayenebs saqartvelos mtavroba saertashoriso tanamegobrobas saqmis yurshi oficialuri arhebit? Ratom ar igebs monacileobas sagamoziebo procedurebshi?

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები