10-12-2019
ასეთ შემთხვევაში არსებობს დაუწერელი კანონები: თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსული მხარე
შეგახსენებთ, გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.