"ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწყვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას"
"ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწყვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას"
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი გააკრიტიკა და "ძმებს და დებს" ისლამური ერთიანობისკენ მოუწოდა რათა, ერთად ებრძოლონ "ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ კონსპირაციებს". ერდოღანის თქმით, თურქეთი ტერორისტული შეტევების სამიზნე გახდა, რადგან პრინციპულ პოზიციაზე დარჩა "იერუსალიმის ჩაგვრასთან" დაკავშირებით.

"ისრაელი დღითიდღე ამძიმებს მდგომარეობას იერუსალიმსა და პალესტინაში. ის არ აღიარებს სამართალს, კანონს, ადამიანის უფლებებს და აღრმავებს კრიზის რეგიონში. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ პალესტინელების უფლებების დაცვას და სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა დაჩაგრულისადმი.
ჩვენ ვხედავთ როგორ შეუწყალებლად კლავს ისრაელი უდანაშაულო გოგონებს, მამებს, დედებს, მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს . მეტიც, დასავლეთის ქვეყნები, და სამწუხაროს ზოგიერთი არაბული სახელმწიფო ისრაელის ამ სისასტიკეს მხარს უჭერს",-განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხშირად აკრიტიკებენ ერთმანეთს
შემდეგი სიტყვებით, "ტერორისტი" "მკვლელი". მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2010 წელს ღაზას სექტორთან ისრაელის საზღვაო ძალებთან შეტაკებისას 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები