"ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწყვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას" - კვირის პალიტრა

"ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწყვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას"

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი გააკრიტიკა და "ძმებს და დებს" ისლამური ერთიანობისკენ მოუწოდა რათა, ერთად ებრძოლონ "ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ კონსპირაციებს". ერდოღანის თქმით, თურქეთი ტერორისტული შეტევების სამიზნე გახდა, რადგან პრინციპულ პოზიციაზე დარჩა "იერუსალიმის ჩაგვრასთან" დაკავშირებით.

"ისრაელი დღითიდღე ამძიმებს მდგომარეობას იერუსალიმსა და პალესტინაში. ის არ აღიარებს სამართალს, კანონს, ადამიანის უფლებებს და აღრმავებს კრიზის რეგიონში. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ პალესტინელების უფლებების დაცვას და სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა დაჩაგრულისადმი. ჩვენ ვხედავთ როგორ შეუწყალებლად კლავს ისრაელი უდანაშაულო გოგონებს, მამებს, დედებს, მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს . მეტიც, დასავლეთის ქვეყნები, და სამწუხაროს ზოგიერთი არაბული სახელმწიფო ისრაელის ამ სისასტიკეს მხარს უჭერს",-განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხშირად აკრიტიკებენ ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით, "ტერორისტი" "მკვლელი". მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2010 წელს ღაზას სექტორთან ისრაელის საზღვაო ძალებთან შეტაკებისას 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"