მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

აზერბაიჯანიდან გაზის გაზრდილი მოცულობის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აიგება 3 მლრდ დოლარის ღირებულების ახალი გაზსადენი. ამის შესახებ განაცხადა კომპანია BP Azerbaijan-ის პრეზიდენტმა რაშიდ ჯავანშირმა.

ახალი საექსპორტო გაზსადენის სიგრძე 400 კმ იქნება, გაყვანილი იქნება აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც აიგება ორი მძლავრი კომპრომისი, გაზსადენი მიუერთდება არსებულ სამხრეთ-კავკასიის გაზსადენს, რომელსაც ამჟამად იყენებენ შახ-დენიზის საბადოს დამუშავების პირველი ფაზიდან მიღებული გაზის საექსპორტოდ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიიონის განცხადებით ქვეყანა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს რუსეთისათვის იმ ტექნოლოგიების გადაცემაში, რომლის საფუძველზეც არის აგებული "მისტრალი".

სომხეთის საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა ოპოზიციური პარტია "მემკვიდრეობის" მიერ შეთავაზებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პროექტისათვის ხმის მიცემაზე. აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ადრეც არაერთხელ დამდგარა, მაგრამ პარლამენტის მმართველ კოალიციას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს მიზანშეუწონელია, რადგან შეუძლია ჩაშალოს ეუთოს მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში ყარაბაღის პრობლემების მშვიდობიანად მოსაწესრიგებლად მოლაპარაკების პროცესი.

ვარშავაში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 6 მნიშვნელოვან დოკუმენტს. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ერთხმად მოჰყავდათ პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის ნათქვამი, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მოისპო, თავის მხრივ დმ.

მედვედევმაც აღნიშნა - ურთიერთობა ნამდვილად გაუმჯობესდებაო. მედვედევის ბრიუსელის სამიტზე გამგზავრების მეორე დღეს კი ბრ. კომოროვკიმ, რომელიც ვაშინგტონში ბარაქ ობამასთან შესახვედრად გაფრინდა, განაცხადა "პოლონეთი მზად არ არის რუსეთთან ურთიერთობის "გადასატვირთად".