"პუტინს ხელი ჩამოვართვი, თუ დონბასი დაგვიბრუნდება, კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ, თუ ყირიმი - ასჯერ" - კვირის პალიტრა

"პუტინს ხელი ჩამოვართვი, თუ დონბასი დაგვიბრუნდება, კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ, თუ ყირიმი - ასჯერ"

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზე ხელი ჩამოართვა.

"თუ ჩვენ გვსურს-და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს-კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღეს ასეც იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად",-განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში, მოქალაქეების ნაწილმა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 9 დეკემბერს, პარიზში, "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის ფარგლებში შედგა.

"ინტერპრესნიუსი"